IRNA: ირანმა სომხეთსა და აზერბაიჯანთან საზღვარზე სამხედრო ტექნიკა განათავსა

IRNA: ირანმა სომხეთსა და აზერბაიჯანთან საზღვარზე სამხედრო ტექნიკა განათავსა

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან ტანკები და სამხედრო ტექნიკა განათავსა. ამის შესახებ ირანულ მედიაზე დაყრდნობით France 24 წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სამხედროები ირანში, პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანში განთავსდნენ, რომელიც როგორც აზერბაიჯანის, ასევე მთიანი ყარაბაღის ტერიტორიას ესაზღვრება.

გუშაგთა კორპუსში აცხადებენ, რომ ამის მიზანი რეგიონში ეროვნული ინტერესების დაცვა და მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაა. ამასთან, კორპუსში ხაზს უსვამენ იმას, რომ მეზობლების ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემენ, თუმცა გეოპოლიტიკური საზღვრების ნებისმიერი ცვლილება ირანისთვის წითელ ხაზს წარმოადგენს.