გიგი უგულავა ზუგდიდში, ბანკზე თავდასხმაზე: რაღაცას აშკარად მალავს გამოძიება

გიგი უგულავა ზუგდიდში, ბანკზე თავდასხმაზე: რაღაცას აშკარად მალავს გამოძიება

ზუგდიდში ბანკის გაძარცვის საქმე ბურუსით არის მოცული და ამ მდგომარეობამდე დღეს ქვეყანა დაუსჯელობის გამო მივიდა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიგი უგულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ თემაზე შს სამინისტროს განცხადება, მხოლოდ და მხოლოდ, კითხვებსა და ეჭვებს ბადებს.

„ის განცხადება, რაც ჩვენ ვიხილეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან, მხოლოდ და მხოლოდ კითხვებსა და ეჭვებს ბადებს, რომ აქაც გვაქვს ან გაწელვის მცდელობა, რომ არჩევნებამდე იქნება გამოავლინონ, რომ რაღაცას მაინც აკეთებენ, რადგან სხვა შემთხვევაში აბსოლუტურად ლოგიკას მოკლებულია, რომ თუ იცი ადამიანი და ის გაქცეულია, პირიქით, მის ფოტოებს აკრავ და საზოგადეობას, ვინც ინფორმაციას მოგაწვდის, აჯილდოებ, ეს ხომ ახალი ველოსიპედი არაა? - ბოლო 3 საუკუნე ასე მუშაობს გამოძიება, ყველა ქვეყანაში ასე მუშაობს და რა გრელანდია აღმოაჩინა და რა მეთოდი აღმოაჩინა ასეთი გომელაურმა? ამიტომ, ფაქტია, რომ რაღაცას აშკარად მალავს გამოძიება, რაც იწვევს საზოგადოების გაღიზიანებას, დაბნეულობასა და შემდეგ უკვე ათას ვერსიას, ეს ჩანს უკვე. ეს ჩანდა წინა არჩევნების წინაც, როდესაც არჩევნებამდე 3 დღით ადრე ააფეთქეს გივი თარგამაძე და მის საქმეზე არანაირი შედეგი არ დამდგარა, იქაც სამხედროები ფიგურირებდნენ. ფაქტია, რომ არავინ დასჯილა. ეს დაუსჯელობა, საბოლოოდ, წარმოშობს იმას, სადამდეც მივედით ჩვენ“, - განაცხადა უგულავამ.