ნინო ფოჩხუა კაია კალასის მუქარაზე: როცა კაია კალასი გვაიძულებს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, მისი მეუღლე სანქციების გვერდის ავლით თანამშრომლობს რუსეთთან და ავსებს მის ბიუჯეტს - ჩალის ფასი აქვს მის სიტყვასაც და რეზოლუციასაც

ნინო ფოჩხუა კაია კალასის მუქარაზე: როცა კაია კალასი გვაიძულებს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, მისი მეუღლე სანქციების გვერდის ავლით თანამშრომლობს რუსეთთან და ავსებს მის ბიუჯეტს - ჩალის ფასი აქვს მის სიტყვასაც და რეზოლუციასაც

ექსპერტი, ნინო ფოჩხუა, სოციალურ ქსელში ეხმიანება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასის მუქარას საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით.

ფოჩხუას თქმით, როდესაც კაია კალასი საქართველოს მთავრობას აიძულებს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, ამ დროს კი მისი არაკეთილსინდისიერი ბიზნესმენი მეუღლე, სანქციების გვერდის ავლით თანამშრომლობს რუსეთთან და ავსებს მის ბიუჯეტს, ამიტომ კაია კალასის სიტყვას ჩალის ფასი აქვს.

„ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ მუქარა და შანტაჟის ენით ლაპარაკი დიდიხანია არ მოქმედებს არც ბიძინა ივანიშვილზე და არც მის გუნდზე, აქამდე კი უნდა იცოდეს ეს ამ ქალბატონმა, რომელიც ისეთივე შეუფერებელია იმ თანამდებობისთვის, რომელსაც ამ ეტაპზე წარმოადგენს, როგორც სალომე ზურაბიშვილი იყო შეუფერებელი საქართველოს პრეზიდენტობისთვის. ეს ერთი გუნდია, რომელიც იმართება „ომის პარტიისგან.“ აქ აღსანიშნავია კაია კალასის მეუღლეც, არაკეთილსინდისიერი ბიზნესმენი, როცა მისი ცოლი გვაიძულებს ჩვენ რუსეთისთვის სანქციების დაწესებისკენ, ამ დროს მისი ოჯახის წევრი, სანქციების გვერდის ავლით, თანამშრომლობს რუსეთთან და ავსებს მის ბიუჯეტს, ამიტომ ჩალის ფასი აქვს კაია კალასის სიტყვასაც და რეზოლუციასაც, წეროს, იკითხოს და შეიგნოს ჩვენი დამოუკიდებელი, თავმოყვარე ქვეყნისთვის მუქარა და შანტაჟი მიუღებელია“, - წერს ფოჩხუა Facebook-ზე.