კახა კალაძე: თურმე, ბიძინა ივანიშვილს 7-8 წლის ასაკში ფარული შეხვედრა ჰქონდა ბრეჟნევთან და მისი პოლიტიკაში მოსვლა მაშინ გადაწყდა

კახა კალაძე: თურმე, ბიძინა ივანიშვილს 7-8 წლის ასაკში ფარული შეხვედრა ჰქონდა ბრეჟნევთან და მისი პოლიტიკაში მოსვლა მაშინ გადაწყდა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ ბრალდებებს უპასუხა და ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში გასულ ინტერვიუს არაეფექტური ტყუილი უწოდა.

როგორც მან აღნიშნა, „ქართუ ჯგუფის“ ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ, ელდარ გოგოლაძის მიერ გამოთქმულ ცრუ ბრალდებებს „ექშენი“ აკლდა.

„არ იყო ეფექტური და მინდა, ეს ინტერვიუ დაგიწუნოთ, „ექშენი“ აკლდა. მესმის, 17 წლის წინანდელი კადრია, მე უფრო დიდ საიდუმლოს გაგიმხელთ, ბიძინა ივანიშვილი, როდესაც 7-8 წლის იყო, ზუსტად არ მახსოვს და არ მინდა შემეშალოს, ფარული შეხვედრა ჰქონდა ბრეჟნევთან. თურმე, მაშინ გადაწყდა ბიძინა ივანიშვილის მოსვლა პოლიტიკაში. შეგიძლიათ, ლეონიდ ბრეჟნევს დაუსვათ კითხვა“, - განაცხადა კახა კალაძემ.