გიგა ბოკერია: მოვდივართ რწმენით, რომ ეს ქვეყანა შეიძლება, რეგიონის ლიდერი და მაგალითი იყოს, თუ როგორ შეიძლება ჭაობიდან მალე ამოსვლა

გიგა ბოკერია: მოვდივართ რწმენით, რომ ეს ქვეყანა შეიძლება, რეგიონის ლიდერი და მაგალითი იყოს, თუ როგორ შეიძლება ჭაობიდან მალე ამოსვლა

ჩვენ ის გუნდი არ ვართ, ვინც ბოღმით მოდის - იმის მიუხედავად, რომ ბევრი საფუძველი გვაქვს, გაბრაზებული ვიყოთ - ჩვენ მოვდივართ რწმენით, რომ ეს ქვეყანა შეიძლება რეგიონის ლიდერი და მაგალითი იყოს, თუ როგორ შეიძლება ჭაობიდან მალე ამოსვლა, - აღნიშნული განცხადება “ევროპული საქართველოს“ ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიგა ბოკერიამ ზუგდიდში გამართულ ღონისძიებაზე გააკეთა.

ბოკერიამ მხარდამჭერებს მიმართა, რომ “ევროპული საქართველო“ ის გუნდია, ვისაც აქვს ცოდნა, რწმენა, ნებისყოფა და ხედვა, როგორ წაიყვანოს ქვეყანა წინ.

“ჩვენი გუნდის მიღმა არც ერთი გულწრფელი და გონიერი ადამიანი არ შემხვედრია, რომელიც თვალებში შეგხედავს და გეტყვის, რომ ნორმალურია, როცა მთავრობა კრიმინალის წარმატებას საკუთარ წარმატებად ასაღებს, რომელიც გეტყვის, რომ კმაყოფილი უნდა ვიყოთ, როცა უმუშევრობა და სიღარიბე იზრდება, რომელიც გვეტყვის, რომ ივანიშვილის უტიფარი განცხადება - “ჩვენს მიღწევებს ვერ აფასებთო, კმაყოფილი და მადლობელი უნდა იყოთო“, ეს ნორმალური ჰგონია. იცნობთ, ასეთ წესიერ და გონიერ ადამიანს, ვინც ამას გეტყვით?! ამიტომ ვინც ასე უტიფრად გვეუბნება, რომ უკუსვლა წინსვლაა, ვინც უტიფრად გვეუბნება, რომ მთავრობა იმისთვისაა, ხალხს მისი არსებობა დაამადლოს და თვლის, რომ ჩვენნაირი ქვეყნის მთავრობა როდესმე რაიმეთი უნდა იყოს კმაყოფილი, ამ ხალხს გაკვეთილი 31 ოქტომბერს მივართვათ და მოვიტანოთ ცვლილება - გარდამტეხი ცვლილება!“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ძია მიხო ეს უტიფარი "ნაცები" და მათი ამფსონები რომლებიც თავს რატომღაც "ევროპულებს" უწოდებენ გარანტირებულად ჭაობში ჩაძირავენ ქვეყანას თუ ღმერთმა არ ქნას და ხელისუფლებაში მოვიდნენ. სამწუხაროდ მათ ზურგსუკან მძლავრი კრიმინალი ოლიგარქები დგანან, რომლებმაც სააკაშვილის მთავრობაში ყოფნის დროს და მანამდეც დიდი ფული იშოვნეს და ახლა ძალზე აწყობთ ქვეყანაში არეულობა და მღვრიე წყალში თევზის ჭერა, სამწუხაროდ დიდ რესურსებს ფლობენ და ყველაფერზე მზად არიან წავიდნენ ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად. ისე რომ ძალიან დაფიქრება და სიფრთხილეა საჭირო.
4 წლის უკან