ვარშავაში პოლიციამ აბორტების აკრძალვის მოწინააღმდეგეები ძალის გამოყენებით დაშალა

ვარშავაში პოლიციამ აბორტების აკრძალვის მოწინააღმდეგეები ძალის გამოყენებით დაშალა

ვარშავაში საპროტესტო აქცია სამართალდამცველებთან შეტაკებით დასრულდა. ამის შესახებ გამოცემა Independent-ი წერს.

პოლიციამ მანიფესტანტების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა, დაკავებულია 15-მდე აქტივისტი.

აქცია პოლონეთის დედაქალაქში მას შემდეგ დაიწყო, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ აბორტების აკრძალვის სფეროში მოქმედი რეგულაციები გაამკაცრა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნაყოფის პათოლოგიის შემთხვევაში ორსულობის შეწყვეტა იკრძალება.

იმ შემთხვევაში თუ სასამართლოს გადაწყვეტილებას პარლამენტის ქვედა პალატა დაუჭერს მხარს, ქალებს ორსულობის შეწყვეტა მხოლოდ სამი მიზეზით შეეძლებათ: იმ შემთხვევაში თუ ფეხმძიმობა მათ სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს ან თუ ნაყოფი სექსუალური ძალადობის ან ინცესტის გზით ჩაისახა.