საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი 26 ოქტომბრამდე შენარჩუნდება

საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი 26 ოქტომბრამდე შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23-26 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი.

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +24, +29, აღმოსავლეთ საქართველოში +21, +26 გრადუსი იქნება.

თბილისში მომდევნო სამი დღე უნალექოდ ჩაივლის და ჰაერი+24, +26 გრადუსამდე გათბება.