თბილისში, ავჭალაში ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. ადგილობრივების განცხადებით, მათ 5-6 გასროლის ხმა გაიგეს.
"ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნიკა მელიას ინფორმაციით, კაცი ავტომობილში ჩაცხრილეს.
"ახლახანს, გლდანის რაიონში (ავჭალაში), სარაჯიშვილის ქუჩაზე მანქანაში ჩაცხრილეს ახალგაზრდა მამაკაცი. იარაღით ხელშია გარდაცვლილიც. მკვლელმა გაქცევა მოასწრო...", - წერს ნიკა მელია.
შსს-ში მომხდარს ადასტურებენ და ამბობენ, რომ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
გამოძიება 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.