გიგი უგულავა: მე საკუთარ სიცოცხლეს ვრისკავდი და არა სხვისას

გიგი უგულავა: მე საკუთარ სიცოცხლეს ვრისკავდი და არა სხვისას

„ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიგი უგულავამ, მედიასთან კომენტირებისას ზუგდიდში საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდამსხმელის წინააღმდეგ მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებს ჩაფლავებული უწოდა და განაცხადა, რომ მთავრობა კრიმინალთან დამარცხდა.

კითხვაზე, თავად როგორ მოიმოქმედებდა და რას იზამდა, განაცხადა, რომ მან პირველივე წამიდან, მძველების სანაცვლოდ საკუთარი თავის ჩანაცვლება შეთავაზა თავდამსხმელს, რითაც მან მისი ცხოვრება გარისკა.

„მე ვარ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი და ვიმოქმედე ისე, როგორც ჩავთვალე საჭიროდ. კერძოდ, შევთავაზე გამტაცებელს მძევლების ჩანაცვლება, ვიღაცებმა ეს პოპულიზმად მონათლეს, მე ამას არ დავეძებ. მე საკუთარ სიცოცხლეს ვრისკავდი და არა სხვისას. ჩვენ ვნახეთ ბოლოში ჩანაცვლება მოხდა. მე მინდა მხნეური საქციელი შევუქო სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელს. ამიტომ ჰიპოტეტურ იმეებზე არ ვისაუბრებდი“, - განცახადა გიგი უგულავამ.