ბარათელის მხარდამჭერი აქცია (video)

ბარათელის მხარდამჭერი აქცია (video)

რუსუდან შარაძე გლდანის ციხესთან ელოდება გიორგი ბარათელისთვის ახალი ბრალდების წაყენებას. მოკლული გურამ შარაძის ქალიშვილი მამამისის მკვლელობის გამო მსჯავრდებულს გულშემატკივრობს. რუსუდან შარაძე აცხადებს, რომ ბარათელზე ციხეში ზეწოლა ხორციელდება. შარაძე ამას იმ ფაქტს უკავშირებს, რომ მსჯავრდებულმა გაასაჯაროვა, თუ როგო მიაცემინეს იძულების წესით აღიარებითი ჩვენება, თითქოს მან აკადემიკოსი მოკლა, სინამდვილეში კი ის მკვლელი არ არის. ამ ეტაპზე გიორგი ბარათელს ახალი ბრალდება უნდა წაუყენონ - სასჯელაღსრულების სამინისტრო მას ერთერთი მსჯავრდებულისთვის სხეულის მსუბუქი დაზიანების მიყენებაში ედავება. რუსუდან შარაძე ამბობს, რომ სოზარ სუბარმა მას სატლეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ეს ინციდენტი სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. შარაძის ქალიშვილი ახლა ამ ვიდეომასალის გასაჯაროებასაც ელოდება. მსჯავრდებულ ბარათელთან ამ წუთებში მისი ადვოკატი იმყოფება.

  •