დონალდ ტრამპი: არასდროს ვიყრიდი კენჭს პრეზიდენტის თანამდებობაზე, რომ არა ბარაკ ობამა და ჯო ბაიდენი

დონალდ ტრამპი: არასდროს ვიყრიდი კენჭს პრეზიდენტის თანამდებობაზე, რომ არა ბარაკ ობამა და ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატს, ჯო ბაიდენს კორუმპირებული პოლიტიკოსი უწოდა.

საპრეზიდენტო ტელედებატების დროს დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ არასდროს იყრიდა კენჭს პრეზიდენტის თანამდებობაზე, რომ არა ბარაკ ობამა და ჯო ბაიდენი.

„თუ რუსეთთან, უკრაინასთან, ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან კავშირების შესახებ ინფორმაცია სიმართლეა, მაშინ გამოდის, რომ ის კორუმპირებული პოლიტიკოსია. თქვენს გამო ვიყრი კენჭს. იმის გამო, რომ ბარაკ ობამამ და ჯო ბაიდენმა ცუდად შეასრულეს თავიანთი სამუშო. კარგად რომ გემუშავათ, კენჭს არასდროს ვიყრიდი“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

აშშ-ში საყოველთაო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება. საყოველთაო არჩევნების ფარგლებში ამერიკელები ქვეყნის პრეზიდენტს, წარმომადგენელთა პალატის 435 წევრს, სენატორების 1/3-სა და 13 გუბერნატორს აირჩევენ.