ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა ამ ეტაპზე არ იგეგმება

ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა ამ ეტაპზე არ იგეგმება

ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა ამ ეტაპზე არ იგეგმება, - ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ამ ეტაპზე, არა“ - ასე უპასუხა მან ჟურნალისტი კითხვას იმის შესახებ, იგეგმება თუ არა დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის შეზღუდვა.

„როგორც ჩანს, ჩვენ უკვე ვეჩვევით ვირუსთან თანაცხოვრებას, გარკვეული წესებით ცხოვრებას, რომლებზეც არაერთხელ გვისაუბრია და ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიურად შეიძლება შევაფასოთ. ჩვენი მოქალაქეების მხრიდანაც, ურთიერთთანამშრომლობა სახეზეა. რა თქმა უნდა, არის დარღვევის შემთხვევები, თუმცა სულ უფრო შეინიშნება თანაცხოვრების, შეგუებისა და წესების შესრულების ნიშნები. იმედი გვაქვს, რომ ეს ტენდენცია შენარჩუნდება“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გარე სივრცეებში პირბადის ტარების მკაცრი რეკომენდაციაა, - განაცხადა ბრიფინგზე ნათია მეზვრიშვილმა.