საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან, 686 თბილისში დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან, 686 თბილისში დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის 1 759 ხალი შემთხვევიდან 686 თბილისში დაფიქსირდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავა ბრიფინგზე განაცხადა,

„რაც შეეხება აჭარას, იქ 487 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იმერეთში -356 , სამეგრელო ზემო-სვანეთი - 69 , ქვემო ქართლში -36 , შიდა ქართლში - 35, კახეთში - 24, გურიაში - 17, მცხეთა მთიანეთი - 12 , სამცხე-ჯავახეთი - 30, რაც შეეხება რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 7 ახალი შემთხვევაა“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

დღეს საქართველოში კოვიდინფიცირების 1 759 ახალი შემთხვევა აღირიცხა, 350 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 24 562 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 9 751, გარდაიცვალა 183 პაციენტი.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.