გიორგი გახარია სამართალდამცველებს: დამნაშავის უმოკლეს ვადაში დასაკავებლად ყველა კანონიერი ინსტრუმენტი, უფლება და შესაძლებლობა უნდა იყოს გამოყენებული

გიორგი გახარია სამართალდამცველებს: დამნაშავის უმოკლეს ვადაში დასაკავებლად ყველა კანონიერი ინსტრუმენტი, უფლება და შესაძლებლობა უნდა იყოს გამოყენებული

შსს-ს აქვს უმთავრესი ამოცანა - დამნაშავე უმოკლეს ვადაში უნდა იყოს დაკავებული და ამისთვის მიმდინარეობს ოპერატიული სამძებრო მოქმედებები. ყველა კანონიერი ინსტრუმენტი, უფლება და შესაძლებლობა, რომელიც აქვს შსს-ს, ამ მიზნის მისაღწევად უნდა იყოს გამოყენებული, რათა მსგავსი დანაშაულის ჩამდენებს დაუსჯელობის შეგრძნება არ გაუჩნდეთ, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

„გუშინ ზუგდიდში შექმნილი ურთულესი ვითარება მსხვერპლის გარეშე დასრულდა. რა თქმა უნდა, ის მიღწეული შედეგი, რომ მძევლების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება, ეს მხოლოდ პირველი რიგის ამოცანა იყო. შსს-ს აქვს უმთავრესი ამოცანა - დამნაშავე უმოკლეს ვადაში უნდა იყოს დაკავებული და ამისთვის მიმდინარეობს ოპერატიული სამძებრო მოქმედებები. ყველა კანონიერი ინსტრუმენტი, უფლება და შესაძლებლობა, რომელიც აქვს შსს-ს, ამ მიზნის მისაღწევად უნდა იყოს გამოყენებული, რათა მსგავსი დანაშაულის ჩამდენებს დაუსჯელობის შეგრძნება არ გაუჩნდეთ“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.

თავდამსხმელი შენობიდან 3 მძევალთან ერთად გამოვიდა. როგორც კადრებში გამოჩნდა, მას შენობის დატოვების დროს ერთი ხელი აწეული ჰქონდა და სავარაუდოდ ხელში ხელყუმბარა ეკავა.

ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები 21 ოქტომბერს აიყვანა.