ბარაკ ობამამ ჯო ბაიდენს მხარდაჭერა გამოუცხადა

ბარაკ ობამამ ჯო ბაიდენს მხარდაჭერა გამოუცხადა

ბარაკ ობამამ საპრეზიდენტო არჩევნებში ჯოზეფ ბაიდენს მხარი საჯაროდ დაუჭირა.

„მინდა დახმარება გთხოვოთ იმისათვის, რომ თეთრ სახლში ჯო ბაიდენი და კამალა ჰერისი შევიდნენ“, -განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა ფილადელფიაში ბაიდენის მხარდამჭერ მიტინგზე. ობამამ ტრამპი სახელმწიფოს მართვის უუნარობისთვის კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და თანამოქალაქეებს პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

საპრეზიდენტო არჩევნები შეერთებულ შტატებში 3 ნოემბერს გაიმართება.