ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე, "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში განვითარებული მოვლენის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
„გუშინდელ ტერაქტთან დაკავშირებით. ზოგიერთის აზრით, სახელმწიფო ჩამოშლილია, რადგან ტერორისტი არ გაანადგურეს და ფული მისცეს. მათი აზრით, ხელისუფლებას უნდა ემოქმედა მკაცრად, არ მორიდებოდა მსხვერპლს, ამ ქცევით კი მომავალში მაგავსი ტერაქტების წახალისება მოახდინა.
როგორც შევამჩნიე, ასეთი მოსაზრებების ავტორები თვითონ ცოცხლები არიან, თანაც ეჭვი მაქვს, რომ მძევლების და მათი ნათესავების ადგილზე რომ აღმოჩენილიყვნენ, დიამეტრალურად საწინააღმდეგო პოზიციაზე იდგებოდნენ.
მედიის და ოპოზიციის უსაქციელო საქციელებზე აღარაფერს ვიტყვი. უბრალოდ ამრეზის გრძნობას იწვევენ.
რაც შეეხება საკუთრივ სამართალდამცველი ორგანოების მოქმედებას- ეს ტერორისტი უნდა იპოვნონ და ის კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს.
ამავე დროს, მრავალ პოლიტ- პროვოკაციულ დამთხვევებთან დაკავშირებულ საზოგადოებაში გაჩენილ ეჭვებსაც უნდა გაეცეს ამომწურავი პასუხი.
არავის დავიწყებია არც ხურჩა, არც მოდელირებული ქრონიკა და პოლიტიკური პროცესის პროვოკაციებით მართვის ნაცური პრაქტიკა, ამიტომ არც მოდელირებული ტერაქტის ვერსია გაკვირვებია ვინმეს“.