სინოპტიკოსების პროგნოზით, 22 ოქტომბერს საქართველოს უმეტეს ქალაქში მზიანი ამინდია მოსალოდნელი.
ქუთაისში დღისით ტემპერატურა +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. მზიან დღეს ვარაუდობენ სინოპტიკოსები ოზურგეთში, სადაც ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი არის მოსალოდნელი. ბათუმში +22 გრადუსი სითბო და მზიანი ამინდი არის ნავარაუდევი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში +21 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ზუგდიდში მზიანი ამინდი არის ნავარაუდები, +22 გრადუსს მიაღწევს დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით, კი +7 გრადუსამდე დაიწევს. სოხუმში მცირე ნალექი არის მოსალოდნელი, აქ ჰაერის ტემპერატურა +23 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში +13 გრადუსი არის ნავარაუდევი, ღამით კი +4 გრადუსი არსი მოსალოდნელი. ასევე მზიან დღეს და +19 გრადუს სითბოს ვარაუდობენ ამბროლაურში, სადაც ღამის განმავლობაში ტემპერატურა +7 გრადუსი დაფიქსირდება. ჭიათურაში +22 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +9 გრადუსი არის ნავარაუდევი.
+13 გრადუსი არის დღის განმავლობაში ნავარაუდევი ახალციხეში. აქ ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსამდე დაიწევს. ბორჯომში +19 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამის განმავლობაში +6 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.
გორში +21 გრადუსამდე გათბება ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი. ცხინვალში +20 გრადუსი სითბო და მზიანი დღე არის მოსალოდნელი, ღამით კი ტემპერატურა +7 გრადუსამდე დაიწევს. გუდაურში +12 გრადუსი და მზიანი დღე არის ნავარაუდევი. ღამით ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსამდე დაიწევს. მზიან ამინდს ვარაუდობენ სინოპტიკოსები ომალოში, სადაც დღის განმავლობაში ჰაერი ტემპერატურა +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -2 გრადუსი არის ნავარაუდევი.
მზიანი დღე არის მოსალოდნელი ლაგოდეხში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +18 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი 8 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში, +19 გრადუსი დაფიქსირდება დღის განმავლობაში, ღამით კი +10 გრადუსი არის მოსალოდნელი. +20 გრადუსი სითბო არის ნავარაუდევი გურჯაანში, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე მზიანი დღე და +19 გრადუსი სითბო მოსალოდნელია სიღნაღში, სადაც ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსამდე დაიწევს.
რუსთავში მზიან ამინდს ვარაუდობენ სინოპტიკოსები. ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში პერიოდულად მოიღრუბლება. ჰაერის ტემპერატურა +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.