საქართველოს პრემიერ--მინისტრი სომხეთის პრემიერ--მინისტრს შეხვდა
ბიძინა ივანიშვილის პირისპირ შეხვედრა ტიგრან სარგსიანთან სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის შენობაში გაიმართა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. საქართველოს პრემიერ-- მინისტრის განცხადებით, ყველა საკითხი კეთილმეზობლური პოლიტიკის კონტექსტი უნდა გადაწყდეს.
მოგვიანებით, იგეგმება გაფართოებული შეხვედრა, სადაც საქართველოს დელეგაციის სხვა წევრებიც მიიღებენ მონაწილეობას.