ქართუს გაკოტრების საქმე (video)

ქართუს გაკოტრების საქმე (video)

ერთი საათია შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციულ დეპარტამენტში შემოსავლების სამსახურის ყოფილი უფროსის ჯაბა ებანოიძის დაკითხვა მიმდინარეობს. ებანოიძეს ბანკი "ქართუს" გაკოტრებასთან დაკავშირებულ საქმეზე კითხავენ. ამავე ამავე საქმეზე დაბარებულია იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილიც, რომლის მაგივრად მოდულის შენობაში ადვოკატს ელოდებიან. გამოძიების ინფორმაციით, ბანკის გაკოტრების სქემაში ჩართულები იყვნენ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები, მათ შორის, ზურაბ ადეიშვილი, ჯაბა ებანოიძე და აღსრულების ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი კონსტანტინე მელია, რომელიც რამდენიმე დღის წინ ძველი თბილსის რაიონის გამგებლად დაინიშნა.

  •