ისტორიული მშენებლობა (video)

ისტორიული მშენებლობა (video)

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ და პაატა ბურჭულაძემ ბათუმელებს მახათას მთაზე მიმდინარე ისტორიული მშენებლობის დეტალები პირადად გააცნეს. შეხვედრას ადგილობრივი მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები, ასევე კულტურის სფეროს წარმომადგენლები და ბიზნესმენები დაესწრნენ. შეხვედრაზე მოსულმა სტუმრებმა ოთარ ლითანიშვილის დოკუმენტური ფილმი „ღირს არს ჭეშმარიტად" ნახეს, რომელიც ათონის მთის ქართველთა მონასტერს „ივერონსა" და მახათას მთაზე მიმდინარე ივერონის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის ისტორიულ მშენებლობას ასახავს. საღამოზე აჭარის სახელმწიფო ანსამბლის ფოლკლორულმა გუნდმა პატრიარქის მიერ შექმნილი ღვთის სადიდებელი საგალობელი შეასრულა. პრეზენტაციის ბოლოს ყველა სტუმარს საჩუქრად ივერიის ღვთისმშობლის ხატის მცირე ზომის რეპროდუქცია, ლოცვანის კრებული და კედლის კალენდარი გადაეცა. საზოგადოებასთან შეხვედრამდე არჩილ ხაბაძესა და პაატა ბურჭულაძეს მეუფე დიმიტრიმ საპატრიარქოს რეზიდენციაში უმასპინძლა.

  •