მღვდელმსახურებს საპატრიარქოსგან უსაფრთხოების რეკომენდაციებთან დაკავშირებით შეტყობინებები გაეგზავნათ

მღვდელმსახურებს საპატრიარქოსგან უსაფრთხოების რეკომენდაციებთან დაკავშირებით შეტყობინებები გაეგზავნათ

საქართველოს საპატრიარქოს პრესმდივანი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მღვდელმსახურებს რეკომენდაციებთან დაკავშირებით შეტყობინებები გაეგზავნათ.

„საპატრიარქოსაგან დაიგზავნა სმს შეტყობინება, საჭიროა მსახურებისას, მრევლმა გამოიყენოს პირბადე, დაიცვას დისტანცია, მსახურების შემდეგ მოხდეს ტაძრის დამუშავება სადეზინფექციო საშუალებებით“ - წერს დეკანოზი.