თამაში არ არის, ეს ინფექცია სერიაზულია - მარინა ენდელაძე „ნაცმოძრაობის

თამაში არ არის, ეს ინფექცია სერიაზულია - მარინა ენდელაძე „ნაცმოძრაობის" გუშინდელ აქციაზე

თამაში არ არის, ეს ინფექცია სერიოზულია და საჭიროა რეგულაციების დაცვა, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.

კითხვაზე, იქონიებს თუ რა ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული აქცია გავლენას აჭარის რეგიონზე, ვინაიდან აქციის მონაწილეებს ეპიდვითარებიდან გამომდინარე პირბადეები არ ეკეთათ, ენდელაძე აცხადებს, რომ „რეგულაციის და კანონდარღვევის ყველა შემთხვევა გავლენას გარკვეულწილად იქონიებს".

„მოსახლოებამ უნდა გაითავისოს, რომ თამაში არ არის, ეს ინფექცია სერიოზულია და საჭიროა რეგულაციების დაცვა. ამას ხშირად ვიმეორებთ, მაგრამ ალბათ, საჭიროა განმეორება", - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

გუშინ ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებმა ქუჩაში მსვლელობა და აქცია გაიმართეს.

Aburjga Tasmanieli ქალბატონო, ნაცები და მათი მხარდამჭერები კარგა ხანია ავად არიან, მძიმედ თანაც, მაგრამ რად გინდა, ვინ შეასმენს მაგათ ამ ელემენტარულ ჭეშმარიტებას?!
4 წლის უკან