დონალდ ტრამპი: ბაიდენი და მისი ოჯახი ციხეში უნდა ისხდნენ

დონალდ ტრამპი: ბაიდენი და მისი ოჯახი ციხეში უნდა ისხდნენ

პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი ჯოზეფ ბაიდენი და მისი კორუმპირებული ოჯახი ციხეში უნდა ისხდნენ. News Week-ის ინფორმაციით, ამის შესახემ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯორჯიას შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა.

„გეუბნებით, რომ ბაიდენის ოჯახი კორუმპირებულია. თქვენ ისინი ციხეში უნდა ჩასვათ. ჩასვით ისინი!“, - ტრამპის ამ მოწოდებას მხარდამჭერები მქუხარე აპლოდისმენტებით შეხვდნენ.

ამის შემდეგ თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ ხალხმა ციხეში ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონიც უნდა გაისტუმროს.

საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 3 ნოემბერს გაიმართება.