ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტმა სვეტლანა ტიხანოვსკაია სახელმწიფოთაშორისო ძებნაში გამოაცხადა

ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტმა სვეტლანა ტიხანოვსკაია სახელმწიფოთაშორისო ძებნაში გამოაცხადა

ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, ქვეყნის ოპოზიციის ლიდერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია ბელარუსის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული მოწოდებებისთვის სახელმწიფოთაშორისო ძებნაში გამოცხადდა .

„სვეტლანა ტიხანოვსკაია სახელმწიფოთაშორისო ძებნაში გამოცხადდა იმ მოწოდებებისთვის, რომელიც მასმედიისა და ინტერნეტის გამოყენებით ბელარუსის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ არის მიმართული“, - ნათქვამია ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში.

23 სექტემბერს მინსკში ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა, რომლის შესახებ მანამდე არაფერი იყო ცნობილი. ღონისძიებას ასობით ბელარუსი საჯარო მოხელე დაესწრო. ცერემონიის კადრები ადგილობრივ მედიაში მხოლოდ ღონისძიების დასრულების შემდეგ გავრცელდა. ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიმ კი თავი ბელარუსის ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად გამოაცხადა.

ევროკავშირმა ბელარუს მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა.