ბრაზილიელ სენატორს ჩხრეკისას პოლიციამ ფული საცვალში უპოვა

ბრაზილიელ სენატორს ჩხრეკისას პოლიციამ ფული საცვალში უპოვა

ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარომ სამსახურიდან დაითხოვა სენატორი, რომელმაც ანტიკორუფციული გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ჩხრეკისას ფული საცვალში დამალა.

ამის შესახებ გამოცემა The Guardian წერს. ჩხრეკა პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ჩიკო როდრიგესის ოფისში ფედერალურმა პოლიციამ 14 ოქტომბერს ჩაატარა.

სამართალდამცველებმა ჩხრეკისას 30 000 რეალი ამოიღეს.