საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, 2020 წელს, საქართველოს ეკონომიკა 5 პროცენტით შემცირდება, თუმცა უკვე 2021 წელს ჩვენ მივაღწევთ 5 პროცენტიან ზრდას, რაც ნიშნავს საკმაოდ სწრაფ აღდგენას, რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
ბექა ლილუაშვილის თქმით, სწორედ ეს პროცესი შეაფასა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, რომლის პროგნოზის მიხედვითაც, 2020 წელს, საქართველოს ეკონომიკა 5 პროცენტით შემცირდება, თუმცა უკვე 2021 წელს 5 პროცენტიან ზრდას მიაღწევს, რაც ნიშნავს საკმაოდ სწრაფ აღდგენას, რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით.
„დღეს, გლობალურად, ისევე, როგორც საქართველოში, მძვინვარებს პანდემია. პანდემიის გავრცელების პირველივე დღიდან, ჩვენი ეკონომიკური გუნდის და ზოგადად, მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო ეკონომიკისთვის მინიმალური ზიანის მიყენება ამ პროცესის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ვინარჩუნებთ ამ ძირითად მოტივაციას და ვახორციელებთ ღონისძიებებს ამ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტიდან გამომდინარე. ამ თვალსაზრისით, ჩვენ, უკვე ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, გარკვეულწილად ვაკვირდებით, პირველ ეტაპზე, ეკონომიკის სტაბილიზაციის და შემდეგ უკვე ეტაპობრივად გაჯანსაღების პროცესს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, როდესაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დასტაბილურდება, საქართველომ შეინარჩუნოს ძალიან მაღალი ეკონომიკური უპირატესობა ფართო რეგიონში, იმისთვის, რომ სწრაფად მოხდეს ეკონომიკის აღდგენა და შემდეგ უკვე განვითარება. სწორედ ეს პროცესი შეაფასა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, რომლის პროგნოზის მიხედვითაც, 2020 წელს, საქართველოს ეკონომიკა 5 პროცენტით შემცირდება, თუმცა უკვე 2021 წელს ჩვენ მივაღწევთ 5 პროცენტიან ზრდას, რაც ნიშნავს საკმაოდ სწრაფ აღდგენას, რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით“, - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა გრძელვადიანი ეკონომიკურ ზრდის მაჩვენებელზე და ხაზი გაუსვა, რომ 2020-2025 წლებში, ისევე, როგორც 2021-2025 წლებში საქართველო ამ მაჩვენებლით არის ევროპასა და ფართო რეგიონში პირველი ქვეყანა.