მაია ფანჯიკიძეს პარლამენტში იბარებენ(VIDEO)

მაია ფანჯიკიძეს პარლამენტში იბარებენ(VIDEO)

მაია ფანჯიკიძეს პარლამენტში იბარებენ. ნაციონალური მოძრაობა საგარეო საქმეთა მინისტრს არადიპლომატიურ გამოსვლაში ადანაშაულებს და პრემიერს მის გადაყენებას სთხოვს. საუბარია სომხური და აზერბაიჯანული მედიით გავრცელებულ განცხადებაზე, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, შეცვლილი სახით გამოქვეყნდა. მთავრობა და მმართველი გუნდი ამბობს, რომ დიპლომატის ფრაზა დამახინჯებულია. განცხადების არასწორ ინტერპრეტაციაზე საუბრობს ჩეხეთში მყოფი ფანჯიკიძეც და უმცირესობას საუბრის ჩანაწერის ნახვას ურჩევს.