დონალდ ტრამპი: თუ 20 დღეში არ ამირჩევენ, ჩინეთი აშშ-ს დაეუფლება

დონალდ ტრამპი: თუ 20 დღეში არ ამირჩევენ, ჩინეთი აშშ-ს დაეუფლება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ არჩევნებში „დემოკრატები“ გაიმარჯვებენ, ჩინეთი აშშ-ს დაეუფლება.

„ჩინეთი კორონავირუსის პანდემიის მთავარი წყარო გახდა და მხოლოდ ჩემს ადმინისტრაციას შეუძლია მათ პასუხი აგებინოს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისივე თქმით, თუ 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მის ადმინისტრაციას მეორე ვადით არ აირჩევენ, ჩინეთი აშშ-ს დაეუფლება.

„თუ 20 დღეში არ ამირჩევენ, ჩინეთი აშშ-ს დაეუფლება. დარწმუნებით შემიძლია ეს გითხრათ“, - დასძინა მან.