მაიკ პომპეო: რუსეთის, ჩინეთისა და კუბის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში არჩევა აშშ-ის მიერ ამ ორგანოს დატოვების სისწორეს ადასტურებს

მაიკ პომპეო: რუსეთის, ჩინეთისა და კუბის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში არჩევა აშშ-ის მიერ ამ ორგანოს დატოვების სისწორეს ადასტურებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით, რუსეთის, ჩინეთისა და კუბის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში არჩევა აშშ-ის მიერ ამ ორგანოს დატოვების სისწორეს ადასტურებს.

„ჩინეთის, რუსეთისა და კუბის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში არჩევა ადასტურებს აშშ-ის მიერ 2018 წელს ამ ორგანოდან გამოსვლის გადაწყვეტილებას. აშშ-ის ადამიანის უფლებების საკითხისადმი ერთგულება სიტყვებზე მეტია. ჩვენ გამოვავლინეთ და დავსაჯეთ ადამიანის უფლებების დამრღვევები სინძიანში, მიანმარში, ირანში და ნებისმიერ სხვა ადგილში“, - განაცხადა მაიკ პომპეომ.

რუსეთი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად აირჩიეს. აღნიშნული გადაწყვეტილება გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის პლენარულ სხდომაზე გამოაცხადეს.

რუსეთის გარდა, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრებად 3-წლიანი პერიოდით შემდეგი ქვეყნები აირჩიეს: ბოლივია, ჩინეთი, კოტ-დ’ივუარი, გაბონი, კუბა, საფრანგეთი, მალავი, მექსიკა, ნეპალი, პაკისტანი, სენეგალი, უკრაინა, უზბეკეთი და დიდი ბრიტანეთი.