ხმაური ზუგდიდში. აკაკი ბობოხიძეს კვერცხები ესროლეს. ნაციონალური მოძრაობის წევრებს ქართული ოცნების მხრდამჭერები დაუპირისპირდნენ, რომლებმაც დეპუტატებს სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს. კვერცხები მოხვდა აკაკი მინაშვილისა და ნუგზარ წიკლაურის მანქანებსაც. სიტუაცია საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის დროს-ბობოხიძის გამოსვლისშემდეგ დაიძაბა. უმცირესობის წევრებმა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის შენობა პოლიციის დახმარებით დატოვეს