„მუხროვანის ამბოხის" მონაწილეები კი სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებენ. უკვე გათავისუფლებული პოლიტპატიმრები, კობა ოთანაძე და ლევან ამირიძე „ამბოხის" დეტალებზე ხმამაღლა საუბრობენ. ამირიძის განმარტებით, მუხროვანში ამბოხი არ იგეგმებოდა. მისი თქმით, ჯარისკაცები 26-ი მაისის აღლუმში მონაწილეობაზე უარის თქმას, მეთაურები კი თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადების გაკეთებას აპირებდნენ. პრეზიდენტმა კი მათი ლიკვიდაციის შესახებ ბრძანება მხოლოდ ამის გამო გასცა. ყოფილი პოლიტპატიმრები ყვებიან, რომ მათ ქვეყნის დატოვება გადაწყვიტეს. ისინი 2 კვირის განმავლობაში ტყეში იმალებოდნენ, სპეცოპერაციაც სწორედ იქ ჩატარდა. ოთანაძის თქმით, სპეცოპერაციას უშუალოდ ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობდა, მას გიგი უგულავა და გივი თარგამაძეც ესწრებოდნენ. ლევან ამირიძის თქმით, გენერალი გია კრიალაშვილი სპეცოპერაციის დროს დაიღუპა.