სამადაშვილი უგულავას განცხადებაზე: ვწუხვარ, რომ ყოველთვის მაღალი ინტელექტით გამორჩეული გიგი იაფფასიანი სერიალების იმიჯით აზროვნებს

სამადაშვილი უგულავას განცხადებაზე: ვწუხვარ, რომ ყოველთვის მაღალი ინტელექტით გამორჩეული გიგი იაფფასიანი სერიალების იმიჯით აზროვნებს

ვწუხვარ, რომ ჩემი ბავშვობის მეგობარი და ყოველთვის მაღალი ინტელექტით გამორჩეული გიგი უგულავა, იაფფასიანი სერიალების იმიჯით აზროვნებს საკუთარი ქვეყნის და სამშობლოს მომავალზე, - ასე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სალომე სამადაშვილი გიგი უგულავას განცხადებას გამოეხმაურა.

„ზღაპრებისა და სერიალების იმიჯით აზროვნება ჩემთვის არ არის მაღალი ინტელექტუალური კალიბრის მაჩვენებელი“, - აღნიშნა სამადაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ სოციალური ქსელით ვრცელი მიმართვა გაავრცელა და მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის დაშლაში დაადანაშაულა. ასევე, ამ პროცესში მერაბიშვილის როლზეც ისაუბრა.