საქართველოს პატრიარქის მოსაყდრის მეუფე შიო მუჯირის განცხადებით, სასიხარულოა ის ფაქტი, რომ დავით გარეჯის საქმე ახალ ეტაპზე გადავიდა.
მეუფე შიომ ჟურნალისტებთან საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საკითხზე ვრცლად საუბრისგან თავი შეიკავა და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ იმედოვნებს, დავით გარეჯის ორი მონასტერი - ჩიჩხიტური და უდაბნო საქართველოს საზღვრებში მოექცევა.
„მე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ერთადერთი სასიხარულო ის არის, რომ ახალ ეტაპზე გადავიდა ეს საქმე. მოძიებულია ძალიან მნიშვნელოვანი მასალები და იმედია, რომ დავით გარეჯის ეს ორი მონასტერი საქართველოს საზღვარში მოექცევა საბოლოოდ, როგორც იყო ეს ისტორიულად“, - განაცხადა მეუფე შიო მუჯირმა.