„გოგოების საერთაშორისო დღეს, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ ჩვენს პასუხისმგებლობას მათ მხარდასაჭერად“, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძე Facebook-ზე წერს.
„ბედნიერებაა, რომ ორი უმშვენიერესი გოგოს მამა ვარ. არ აქვს მნიშვნელობა, სად, როგორ სოციალურ გარემოში, სოფლად თუ ქალაქში - ყველა გოგო იმსახურებს შესაძლებლობას, იცხოვროს თანასწორ გარემოში, მიიღოს განათლება, დაკავდეს სპორტით, გამოიყენოს საკუთარი ნიჭი და მიაღწიოს წარმატებას“, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.