დიდმა ბრიტანეთმა ბელარუსიდან ელჩი დროებით გაიწვია

დიდმა ბრიტანეთმა ბელარუსიდან ელჩი დროებით გაიწვია

დიდმა ბრიტანეთმა ბელარუსიდან ელჩი პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე დროებით გაიწვია. წერს BBC.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომიკინ რააბმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი პოლონეთის და ლიეტუვის მიმართ სოლიდარობის გამოხატულება იყო.

ბელარუსი მეზობელ ქვეყნებს, პოლონეთსა და ლიეტუვას თავის საშიანაო საქმეებში ჩარევაში სდებს ბრალად. ოფიციალური მინსკი ამ ქვეყნებს ბელარუსის ოპოზიციური ძალების ლიდერთათვის თავშესაფრის მიცემისა და იმის გამო საყვედურობს, რომ ისინი არ აღიარებენ 9 აგვისტოს არჩევნებში ალექსანდრე ლუკაშენკოს გამარჯვებას.

ბელარუსიდან ელჩები ასევე გაიწვიეს რუმინეთმა, გერმანიამ, ჩეხეთმა, ესტონეთმა, ლატვიამ, ბულგარეთმა და სლოვაკეთმა.

ბელარუსის ხელისუფლებამ ელჩების გაწვევა ევროკავშირის ქვენებიდან მას შემდეგ დაიწყო, რაც ევროკავშირმა სანქციები დაუწესა ბელარუს მაღალჩინოსნებს.

მინსკში პოლიციამ აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა. პროტესტის ტალღა 9 აგვისტოს, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო.

23 სექტემბერს მინსკში ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა, რომლის შესახებ მანამდე არაფერი იყო ცნობილი. ღონისძიებას ასობით ბელარუსი საჯარო მოხელე დაესწრო. ცერემონიის კადრები ადგილობრივ მედიაში მხოლოდ ღონისძიების დასრულების შემდეგ გავრცელდა. ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიმ კი თავი ბელარუსის ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად გამოაცხადა.