მუმლაძის განთავისუფლება (video)

მუმლაძის განთავისუფლება (video)

სხვა პოლიტპატიმრებთან ერთად 13 იანვარს რევაზ მუმლაძეც გაათავისუფლეს. ბიძინა ივანიშვილის ბაკურიანის რეზიდენციის დაცვის ყოფილ უფროსს გამოძიება ბაკურიანში მიწის ნაკვეთის არასწორად შესყიდვას ედავებოდა. პატიმრობიდან გათავისუფლებული მუმლაძე კი ახლა აცხადებს,რომ მისი დაკავება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და უშუალოდ 2011 წლის საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება. ყოფილი პოლიტპატიმარი ხელს ნაციონალური მოძრაობის ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ მამუკა ხვედელიანს და სამცხე-ჯავახეთის სამხარეო პოლიციის ყოფილ უფროსს, ვახტანგ მაისურაძეს ადებს. რაც შეეხება ბაკურიანში სადავო მიწის ნაკვეთს, მუმლაძის განცახდებით, ნაკვეთი მან კანონის სრული დაცვით შეიძინა. რევაზ მუმლაძე 2011 წლის 14 თებერვალს დააკავეს. სასამართლომ სამ წლიანი პატიმრობა შეუფარდა.