ექსპერტის შეფასება (video)

ექსპერტის შეფასება (video)

ფრანგული გამოცემა „ატლანტიკო" სტეფან კერეს ინტერვიუს აქვეყნებს. ექსპერტი შიდა უსაფრთხოების საკითხებში საფრანგეთში ქართული კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლების შესახებ საუბრობს. ექსპერტი შეეხო სპეცოპერაციასაც, რომლის დროსაც ფრანგულმა ჟანდარმერიამ ლომოჟსა და პარიზში 21 ქართველი "კანონიერი ქურდი" დააკავა.
სტეფან კერე აღნიშნავს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქართველი კრიმინალების წინააღმდეგ ევროპის მასშტაბებით არაერთი სპეცოპერაცია ჩატარდა. 2012 წელს კი ერთიანობაში 63 ქართველი დააკავეს. ექსპერტი იქვე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ 2000 წლიდან ქართული მაფიის ბაზა ესპანეთიშა. სწორედ ამ ქვეყნიდან ახდენენ ქართელი კრიმინალები თავიანთი საქმიანობის კოორდინირებას ევროპის მასშტაბით, ნაქურდალის შემსყიდველების ფუნქცია კი სომეხ კრიმინალებს აკისრიათ.