საქართველოს „მწვანე“ წყალბადის წარმოების პროცესში და წყალბადის ეკონომიკის განვითარებაში ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი დაეხმარება, ქვეყნის მთავრობამ შესაბამის შეთანხმებას ხელი უკვე მოაწერა.
EBRD-ის მონაწილეობით დამუშავდება ქვეყნის საჭიროების შეფასების ტექნიკური კვლევა და განხორციელდება არსებული აქტივების მოდერნიზაცია. ტექნიკური თანამშრომლობა რამდენიმე წელს გაგრძელება, რის შემდეგაც პოტენციური ინვესტიციების ვადები განისაზღვრება.
EBRD-ის რეგიონალურმა დირექტორმა დავით მანაგაძემ, გადაცემაში „ბიზნესი იმედზე“ საქართველოში „მწვანე“ წყალბადის წარმოების პროცესზე საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ საკონკულტაციო სამუშაოების შედეგად მიიღებენ „მწვანე“ წყალბადის წარმოების საპილოტე პროექტს, რომლის განხორციელება შესაძლებელი იქნება.
ევროკავშირი ძალიან დიდ ყურადრებას უთმობს მწვანე წყალბადის წარმოებას, „მწვანე“ წყალბადი გამოიყენება ნახშირბადული კვალის ამოსაღებად. წყალბადის საწვავშიც გამოყენება, მწვანე წყალბადის დიზელში ჩაჭირხვნით შესაძლებელია მავნე გამონაბოლქვების შემცირება.
ეს ტექნოლოგიური რევოლუცია მომავალში არამხოლოდ სარკინიგზო ტრანსპორტს, არამედ ავტობუსებს, ტრამვაის, შემდეგ კი თვითმფრინავებს და საზღვაო ხომალდებსაც შეეხება. მას ასევე შეუძლია მოახდინოს დეკარბონიზაცია, გამონაბოლქვის შემცირება ენერგიისა და ინდუსტრიის სექტორებში.
ექსპერტების შეფასებით, არც თუ ისე შორსაა ის დრო, როდესაც წყალბადის მატარებლები ტრადიციულებს უფუნქციოდ დატოვებენ. წყალბადის უტილიზაციის პირველი ნაბიჯების გადადგმა, საქართველოში რეალურია.
წყალბადის წარმოების ხარჯი დაიკლებს ისევე როგორც განახლებადი ენერგიის წარმოების ხარჯი და მისი წარმოება გახდება კომერციულად რენტაბელური, ხოლო ვინც ადრე აითვისებს ამ სუფთა ენერგიის მიმართულებას, უფრო ეფექტურად შეძლებს მის მომგებიან წყაროდ ჩამოყალიბებას.