დავით მირცხულავა: „მწვანე“ წყალბადის საშუალებით გვაქვს პერსპექტივა, რომ ნახშირბადული კვალისგან სუფთა პროდუქცია ვაწარმოოთ, რაც ევროპისთვის მისაღებია

დავით მირცხულავა: „მწვანე“ წყალბადის საშუალებით გვაქვს პერსპექტივა, რომ ნახშირბადული კვალისგან სუფთა პროდუქცია ვაწარმოოთ, რაც ევროპისთვის მისაღებია

ცნობილია, რომ ევროპა ცდილობს 2050 წლამდე კარბონისგან თავისუფალი ქვეყნების მიღებას. მთელი რიგი რეგულაციები ტარდება ამისათვის და მომავალში ევროპაში შეტანილ პროდუქციაში ნახშირბადული კვალის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაკონტროლდება.

ენერგეტიკის ექსპერტმა დავით მირცხულავამ გადაცემაში „ბიზნესი იმედზე“ საქართველოში „მწვანე“ წყალბადის წარმოების პოტენციალზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს პერსპექტივა ნახშირბადული კვალისგან სუფთა პროდუქციის წარმოების, რაც რეგიონალურ ჭრილში უპირატეს მდგომარეობას გვიქმნის. ბევრს მეზობელ ქვეყანას პრობლემა უდგას რომ მათი პროდუქტი, რომელიც ევროპაში იყიდება შეიძლება დაიბეგროს და კონკურენტუნარიანი აღარ იყოს.

საერთაშორისო ბაზარზე სუფთა წყალბადის წარმოება და მოთხოვნა იზრდება, რაც საქართველოს აძლევს შესაძლებლობას სხვა უფრო ძვირი განახლებადი ენერგიის წყაროებთან შედარებით იაფი, წყლის ენერგიისგან აწარმოოს წყალბადი და ექსპორტზე გაიტანოს. აღსანიშნავია, რომ ქართულ ენერგეტიკულ ბალანსში ჰიდროენერგეტიკის წილი 80%-მდეა.

საქართველოში, წყალბადის გამოყენება შეიძლება ენერგიის შენახვისთვის, როდესაც განახლებადი ელექტროენერგიის მიწოდება ჭარბად არის. გამოყენება კი როდესაც ელექტროენერგიაზე მოთხოვნა პიკურია, ელექტროენერგიის წყალბადად, ხოლო შემდეგ წყალბადის ისევ ელექტროენერგიად გადაქცევით. ეს ასევე კარგია ელექტროენერგიის ქსელის სეზონური ბალანსისთვის სხვადასხვა განახლებადი ელექტროენერგიის წარმოებისას.

Bloomberg-ის მოხსენების „წყალბადის ეკონომიკის პერსპექტივები“-ს თანახმად, 2050 წელს მსოფლიოში ენერგიის მოხმარების 24%-ს სწორედ ეს უწყინარი და სუფთა გაზი დაფარავს. ოპტიმისტური სცენარის თანახმად, მომდევნო 30 წლის მანძილზე დარგი $11 ტრილიონის ინვესტიციას მიიღებს, ხოლო წყალბადის საწვავის გაყიდვები $700 მილიარდს მიაღწევს.

Aburjga Tasmanieli )))
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli დაახვიეთ რა, დაახვიეთ!
4 წლის უკან