ექსპერტი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში წერს:
“ვუყურე ჟიჟილაშვილის და სანაიას "საუბარს" მამა კირიონთან "ფორმულაში."
დავაკვირდი საკუთარ ემოციებს და შეგრძნებებს, რომლებიც ზუსტად ისეთივე გახლდათ, როგორსაც თბილსისხლიანები განიცდიან შხამიან რეპტილიასთან შეხვედრისას.
გამოიყოფა ადრენალინი, ორგანიზმი მოდის საბრძოლო მზადყოფნაში და განიცდის ქვეწარმავლის განადგურების გადაულახავ სწრაფვას,.
ეს სწრაფვა, მისი ჩახშობის შემთხვევაში ორგანიზმს შიგნიდან ანადგურებს.
ამაზე ცდებიცაა ჩატარებული-კატას ან ძაღლს ისეთ ბადიან გალიაში მოაქცევენ, რომ ქვეწარმავალი და ცხოველი ერთმანეთს ხედავენ, მაგრამ ვერ ვნებენ.
გარკვეული დროის გავლის შემდეგ ძუძუმწოვარ არსებას გული უსკდება და კვდება., ხოლო რეპტილია არხეინად აგრძელებს სისინს.
სწორედ ეს მოდელია გამოყენებული ჩვენს, და არა მარტო ჩვენს, შემთხვევაში.
მიზანმიმართული სელექციონირებით გამოყვანილი ადამიანი- რეპტილიები დაუსჯელად უსისინებენ ლიბერალური იდეოლოგიით მოქსოვილ ბადეში მოთავსებულ საზოგადოებას.
არარეალიზებული სიძულვილი გალიაში მომწყვდეულ ადამიანებს სულიერად აპატარავებს , ბევრი მათგანის სულში იმარჯვებს ქვეწარმავალი და ისინი ემგვანებიან იმას, რასაც უყურებენ- ხდებიან გველის წიწილები.
ზოგი ბადიდან გაძვრება და მშობლის გზას აგრძელებს, ზოგიც შეგნით იზრდება და გალიაში მყოფებს გესლავს.
ეს პროცესი კი ისე შორს წავიდა, რომ მალე იმ კუნძულს დავემგვანებით წყნარ ოკეანეში, მარტო ქვეწარმავლები რომ ცხოვრობენ.
ამის დასტურად ამ გადაცემის კომენტარების წაკითხვა იკმარებს.
გოგირდია ასახრჩოლებელი, გოგირდი და კეტი, თუ ძალიან გვიან არ არის უკვე”.