საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ იცის, როგორ აღმოჩნდა მამა კირიონი დავით გარეჯის წმინდა ადგილზე. ამის შესახებ დეკანოზი დავით კონჯარია საუბრობს:
„26 წლის წინ ღირსმა მამა გაბრიელ სალოსმა მის სიცოცხლეშივე დაავალა დავით გარეჯში წასვლა, იქ ბერად აღკვეცა და გარეჯის დაცვა მამა კირიონ ონიანს. მაშინ ახალგაზრდა ერის კაცობაში ზაზა ონიანი პატრიარქის კურთხევით წავიდა და დღემდე ღირსეულად, ვაჟკაცურად, თავდადებით იცავს გარეჯს, საქართველოს და მართლმადიდებლობას წაბილწვისაგან. იცავს გარეჯს დიდი ბოროტების მანქანებისაგან, სიცრუისაგან, ეშმაკების თავდასხმისაგან.
მამა კირიონი არის ცოცხალი გმირი, აქ საუბარი არაა მხოლოდ იმაზე, რომ ის თავს დებს და საკუთარ სიცოცხლეს არაფრად აგდებს. მამა კირიონი 24 წელია როგორც ექვთიმე ღვთის კაცი იცავდა საქართველოს განძს ისე იცავს გარეჯს, რომ არავინ ხელყოს იგი. ღირსმა მამა გაბრიელ სალოსმა, დიდება მამა გაბრიელს, იცოდა ვისთვისაც უნდა დაევალებინა ღირსი დავით გარეჯის მონასტრის დაცვა.
მადლობა მამა კირიონ, შენმა მშობლებმა გაიხარონ, როგორი ვაჟკაცი, უშიშარი, სარწმუნოებისა და სამშობლოს მოყვარული აღგზარდეს. მადლობა პატრიარქს, გარეჯელებს და საქართველოს ეკლესიას", - წერს დეკანოზი.