სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ, რომ საომარი მოქმედებებს შეაჩერებენ. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკება ძალაში დღეს შევა. მხარეებს შორის მოლაპარაკებები მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ხელმძღვანელობით გაიმართა.
ლავროვის მიერ გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, რომ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტაზე, ტყვეებისა და სხვა დაკავებული პირების, ასევე, მიცვალებულთა გაცვლასთან დაკავშირებით შეთანხმდა.
"მხარეეები დაიწყებენ არსებით მოლაპარაკებებს, რათა სწრაფად იპოვონ კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების გზები", - აცხადებს რუსი დიპლომატი.
აზერბაიჯანი და სომხეთი მთიან ყარაბაღში ცეცხლს 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან შეწყვეტენ.