ნოდარ ხორბალაძე: აზერბაიჯანელები ისე ვერ იცავენ და ვერ დაიცავდნენ თავის პოზიციებს, როგორც კომისიის წევრები იცავდნენ ამ პოზიციას

ნოდარ ხორბალაძე: აზერბაიჯანელები ისე ვერ იცავენ და ვერ დაიცავდნენ თავის პოზიციებს, როგორც კომისიის წევრები იცავდნენ ამ პოზიციას

აზერბაიჯანელები ისე ვერ იცავენ და ვერ დაიცავდნენ თავის პოზიციებს, როგორც კომისიის წევრები იცავდნენ ამ პოზიციას, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ძალების კარტოგრაფია-გეოდეზიის დეპარტამენტის უფროსმა, ნოდარ ხორბალაძემ „იმედის“ გადაცემა „ნამდვილ რიცხვებში“ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრებზე ყოველთვის ვსვამდი შეკითხვას, რატომ არ ვიყენებთ 1938 წლის რუკას. მისივე განმარტებით, ამის შემდეგ იწყებოდა უაპელაციო ლანძღვა, რომ ჩვენ არაფერი გვესმის და დილეტანტები ვართ.

„ის 200 ათასიანი რუკა, რომელიც ჩვენ ვიპოვეთ თავიდან, ეს იყო მათი საძულველი რუკა. არადა ის არის ძირითადი საფუძველი ყველა დანარჩენი რუკების. ამიტომ მისი თემიდან გადაწევა, ეს ნიშნავს, რომ ბოდიში უნდა მოვუხადოთ აზერბაიჯანულ მხარეს. ეს რუკა ჩვენ გვაძლევს უპირატესობას დავამტკიცოთ, რომ მთელ პერიმეტრზე საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ტერიტორიების სიმაღლეების და ახლა გარეჯზე აღარ მაქვს საუბარი, სტრატეგიული წერტილები. თითქმის, ყველა სტრატეგიული წერტილი არის საქართველოს შემადგენლობაში ამ რუკით. ერთი რამ მინდა დავაზუსტო, ეს 200 ათასიანი რუკა მთელ პერიმეტრზე არ არის საქართველოსთვის, არის ადგილები სადაც ცუდად არის საქართველოსთან მიმართებაში. მაგალითად ბაბაქიარის მწვერვალი, რომელიც ამ 80-იან რუკებზე მწვერვალიდან ქვემოთ, 200 მეტრში ჩადის, მაგრამ რატომღაც იქ უკვე გამოიყენეს ეს 200 ათასიანი რუკა და აწიეს მწვერვალამდე. ის ორივე საზღვარი სამი ქვეყნის გადაკვეთის წერტილიდან წითელი ხიდის მონაკვეთამდე. ეს არის კომისიის და თვითონ, ბატონ ივერის გადაწყვეტილება. შეხვედრებზე ყოველთვის ვსვამდი შეკითხვას, რატომ არ ვიყენებთ ამ რუკას. ამის შემდეგ იწყებოდა უაპელაციო ლანძღვა, რომ ჩვენ არაფერი გვესმის და დილეტანტები ვართ. დამისვამს შეკითხვა, რომ თუ 1938 წლის რუკით ვათანხმებთ, რატომ ემთხვევა 80-იანი წლების რუკას-მეთქი, რაზეც მისი პასუხი იყო, რომ ის რუკა შეცდომაა“, - განაცხადა ნოდარ ხორბალაძემ.