მთიან ყარაბაღში ორმხრივი შეტაკებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა

მთიან ყარაბაღში ორმხრივი შეტაკებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა

მთიან ყარაბაღში, კონფლიქტის ზონაში ორმხრივი შეტაკებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, შუშან სტეპანიანის განცხადებით, ღამის განმავლობაში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი შეტაკებები და საარტილერიო თავდასხმები გრძელდებოდა.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, საზღვარზე ღამის განმავლობაში ადგილი ჰქონდა ინტენსიურ შეტაკებებს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამჟამად სტეპანაკერტიდან სომეხი ჯარისკაცების ევაკუაცია მიმდინარეობს.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.