პროკურატურა სკანდალურ ფარულ ჩანაწერებს ავრცელებს(VIDEO)

პროკურატურა სკანდალურ ფარულ ჩანაწერებს ავრცელებს(VIDEO)

მთავარმა პროკურატურამ დღეს მედიას სკანდალური ვიდეომასალა წარუდგინა, რომელშიც სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელ ცნობილ მამაკაცებთან ურთიერთობას კონსპირაციულ ბინაში სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის მეგის ქარდავას დავალებით გადაბირებული პირები ამყარებენ. პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნულ პროცესს ფარული სათვალთვალო კამერით იღებდნენ და შემდეგ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელ მამაკაცებს აშანტაჟებდნენ. უწყების ინფორმაციით, ამის შედეგად იგი თანხმდებოდა მონაწილეობა მიეღო ყოფილი ხელისუფლების პოპულარიზაციის მიზნით მოწყობილ სხვადასხვა ღონისძიებებში. გარდა ამისა, მაკომპრომეტირებელი მასალის გამოყენება ხდებოდა ფულის გამოძალვის მიზნითაც. ფარული ჩანაწერები კი, პირადად მეგის ქარდავას გადაეცემოდა. პროკურატურამ რამდენიმე მსგავსი უკანონო ჩანაწერი უკვე მოიპოვა. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის სამი პირი. ისინი დააკავეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს მათი დაპატიმრების შუამდგომლობითაც მიმართეს, თუმცა, მოსამართლე გიორგი არევაძემ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად 20 000 ლარის ოდენობით გირაო შეეფარდათ.

გამოყენებულია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებული ფარული ვიდეოჩანაწერი.