ნიკოლ ფაშინიანმა საერთაშორისო თანამეგობრობას მთიანი ყარაბაღის აღიარებისკენ მოუწოდა

ნიკოლ ფაშინიანმა საერთაშორისო თანამეგობრობას მთიანი ყარაბაღის აღიარებისკენ მოუწოდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საერთაშორისო თანამეგობრობას მთიანი ყარაბაღის აღიარებისკენ მოუწოდა.

„თუ ჰუმანიტარული კატასტროფისა და ამ კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილება გვსურს, მაშინ საერთაშორისო თანამეგობრობამ სიმტკიცე უნდა გამოიჩინოს და მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა აღიაროს“, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა Euronews-თან ინტერვიუში.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.