რუსეთის რიაზანის ოლქში, სამხედრო საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებული რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი.
სამხედრო საწყობში აფეთქება ხანძარმა გამოიწვია. თავდაპირველად წუთში 4-5 აფეთქების ხმა ისმოდა, ამჟამად კი აფეთქების ინტენსივობა სამამდე შემცირდა.
მედიის ინფორმაციით, ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ხანძრის ეპიცენტირს 25 კილომეტრის რადიუსში მდებარე დასახლებული პუნქტებიდან კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.