აშშ-ში ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის დებატები გაიმართა

აშშ-ში ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის დებატები გაიმართა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი და „დემოკრატების“ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი კამალა ჰარისი ერთმანეთს სატელევიზიო დებატებში დაუპირისპირდნენ. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მხარეებმა კორონავირუსის პანდემიაზე, უმაღლესი სასამართლოს მოსამაღთლის არჩევის წესზე, ეკონომიკასა და სამუშაო ადგილებზე, ჩინეთთან ურთიერთობაზე, კლიმატის ცვლილებაზე, რასობრივ დისკრიმინაციასა და სხვა აქტუალურ თემებზე იმსჯელეს.

​დებატები 90 წუთს გაგრძელდა. პენსსა და ჰარისს შორის 4-მეტრიანი დისტანცია იყო დაცული, ამათთან მათ მინის დამცავი ბარიერი ყოფდა.