თეო ჭედია: დავით გარეჯის ირგვლივ რიგი პოლიტიკოსების უსაგნო ყიჟინა ერთგვარი დასტურია, რომ პროცესები მათთვის არასასურველი მიმართთულებით  ვითარდება 

თეო ჭედია: დავით გარეჯის ირგვლივ რიგი პოლიტიკოსების უსაგნო ყიჟინა ერთგვარი დასტურია, რომ პროცესები მათთვის არასასურველი მიმართთულებით  ვითარდება 

„მიუხედავად იმისა, რომ გარეჯის საკითხზე საქართველოში სპეკულაციები არ წყდება, აზერბაიჯანის მხარე ადეკვატურად შეხვდა ამ საკითხს, რაც  სავარაუდოდ, შემდგომ   მოლაპარაკებებში გადაიზრდება და ქვეყნის დემარკაცია ორი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით მოხდება „- ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია «საქართველოს საერთაშორისო მონიტორინგის ცენტრი»(GIMC) დამფუძნებელი,  თეო ჭედია.

„1938 წლის რუკა , რომელსაც ქართული მხარე ხანგრძლივი დროის განმავლობაში ეძებდა, ამ წლის ივნისში იქნა აღმოჩენილი. ის  გვეუბნება, რომ სამონასტრო კომპლექსი საქართველოს მხარეს  ეკუთვნის. რუკას  ექსპერტიზა უკვე  ჩაუტარეს და მისი ავთენტურობა დადასტურებულია. მნიშვნელოვანია,  რომ აზერბაიჯანის მხარე ადეკვატურად შეხვდა ამ საკითხს, რაც,  სავარაუდოდ, შემდგომ   მოლაპარაკებებში გადაიზრდება და ქვეყნის დემარკაცია ორი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით მოხდება. ერთი სიტყვით, ვითარება  სასიხარულოდ დამაიმედებელია,  მაგრამ რას ვხედავთ ამ დროს?  ჩვენი საზოგადოების ცალკეული სუბიექტი პოლიტიკოსები ამ თემით სპეკულაციას იწყებენ და როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, მათ არ უჩნდებათ შეკითხვა: რატომ ჰქონდა  კომისიის ერთ ერთ წევრს საკუთარ სეიფში შენახული რუკა, რომელსაც ეძებდნენ?  2007 წელს რატომ არ იხელმძღვანელა  კომისიამ  ამ რუკით? რა ემოციური წამოცდენა  თუ აღიარება იყო ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან, ერთ -ერთი  არხის ეთერში, სადაც ქრთამის სავარაუდო ოდენობა დაასახელა..

ჭედიას თქმით, ეს ის კითხვებია, რასაც პროკურატურამ უნდა გასცეს პასუხი.

„ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარებს, რომელიც სამართლებრივად უნდა წარიმართოს. დაველოდოთ გამოძიებას. მნიშვნელოვანია, რომ უნდა დაისაჯოს ამ მოღალატეობრივი სქემის ინიციატორი. ის ვინც, საქართველოს მოქალაქეობაზე სხვა ქვეყანაში დასაქმების გამო თქვა უარი, ვინც 2003 წლიდან  2012 წლამდე, საქართველოში  კონცერტების შემადგენლობას  თუ მომღერლების კაბის ფერს აკონტროლებდა, დღეს  ვერ დაგვარწმუნებს, რომ  კომისია დამოუკიდებლად მოქმედებდა. გვახსოვდეს, საქმე ჩვენი სამშობლოს მიწების უკანონოდ გადაცემას ეხება.  რაც შეეხება, რიგი პოლიტიკოსების თუ ტელეწამყვანების უსაგნო ყიჟინას, ის ერთგვარი დასტურია, რომ პროკურატურა მართალია და პროცესი მათთვის არასასურველი მიმართთულებით  ვითარდება. უნდა ახსოვდეთ, რომ გარეჯი ჩვენი ეროვნული იდენტობის ნაწილია და ის შეუფასებელია.- ამბობს თეო ჭედია.