აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება: სომხეთის შეიარაღებული ძალები დილიდან გორანბოის, ტარტარისა და აღდამის სოფლებს ბომბავენ, არიან დაჭრილები და დაშავებულები

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება: სომხეთის შეიარაღებული ძალები დილიდან გორანბოის, ტარტარისა და აღდამის სოფლებს ბომბავენ, არიან დაჭრილები და დაშავებულები

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ცნობით, სომხეთის შეიარაღებული ძალები დილიდან გორანბოის, ტარტარისა და აღდამის რაიონების სოფლებს ბომბავენ, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, იბომბება ბარდისა და აღჯაბადის რაიონებიც.

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ცნობით, არიან დაჭრილები და დაშავებულები.

„აზერბაიჯანის არმია ადეკვატურ ზომებს ღებულობს,“- აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.